გერმანიაში საარჩევნო ციებ-ცხელებაა. ანგელა მერკელის პარტიამ ადგილობრივი არჩევნები ისევ წააგო. ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა მარცხი, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ჩრდილოეთის მიწებზე განიცადა.
ქრისტიან-დემოკრატებს ხმა ამომრჩეველთა 26 %-მა მისცა, რაც პარტიის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ამომრჩეველთა ხმების 38 % სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს, ელექტორატის 12 % კი ხმა "მწვანეებს" მისცა. ანგელა მერკელმა დამარცხება უკვე აღიარა.