საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ფიცის დადებისა და ინაუგურაციის ცერემონიალის დასრულებიდან რამდენიმე საათში გერმანიაში გაემგზავრება და კანცლერს, ანგელა მერკლეს, შეხვდება.
ოლანდის გერმანიაში ვიზიტი ხაზს უსვამს საფრანგეთი-გერმანიის ურთიერთობებს ევროპისათვის საკმაოდ მნიშვნელოვან ვითარებაში. საბერძნეთში შექმნილლმა პოლიტიიკურმა ვაკუუმა და მის მიერ ევროზონის დატოვების შესაძლებლობამ, უკვე გამოიწვია ევროს კურსის ვარდნა მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე.
საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი კრიზისის დაძლევის გამოსავლის, რომელიც მკაცრ ეკონომიკურ ღონისძიებებს ემყარება, ცალმხრივი ძიების წინააღმდეგია. სწორედ ამ მიდგომას უჭერს მხარს გერმანია.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მერკელი ოლანდის მოლაპარააკებები საკმაოდ მძიმე იქნება, თუმცა საჯაროდ ისინი შეეცდებიან ნაკლებად მკვეთრი განცხადებები გააკეთონ, რათა ნეგატიური გავლენა არ მოახდინონ ევროპის ეკონომიკურ ვითარებაზე.