News International-ის ყოფილი ხელმძღვანელი რებეკა ბრუკსი და მისი მეუღლე ჩარლი დღეს გაიგებენ ედებათ თუ არა ბრალი მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში.
დიდი ბრიტანეტის სამეფო პროპკურატურა გამოაქვეყნებს გამოძიეების შედეგებს News Corporation-ის ჟურნალისტების მიერ სატელეფონო საუბრების უკანონოდ მოსმენის შესახებ.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ასევე დღეს გაირკევევა მედიაკონგლომერატის ხუთი თანამშრომლის სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობის საკითხიც.
რებეკა ბრუკსი, რომელსაც რუპერდ მერდოკის მედიაიმპერიაში ერთ-ერთი ხელმძღვანელის პოსტი ეკავა ლორდ ლევინსონის კომისიამ 11 მაისს დაკითხა.
კომისია ბრიტანულ მედიაში ეთიკურ სტანდარტებს იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები