ბაქოში დემონსტრანტების არასანქცირებული აქცია 18 ადამიანის დაკავებით დასრულდა. მოქალაქეებმა ქალაქის მერიასთან პიკეტის მოწყობა სცადეს. სწორედ ამ დროს მოხდა პოლიციის კორდონთან შეტაკება. პოლიციის მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დაცვა და ხელისუფლების გადადგომა იყო.
აზერბაიჯანის შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოგვიანებით 10 დაკავებული გაუშვეს. ბაქო 26 მაისს ევროვიზიის ფინალს მასპინძლობს.
აზერბაიჯანში დაფიქსირებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მიუხედავად ევროკავშირმა კონკურსის ბოიკოტირებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ კრიტიკით შემოიფარგლა.