დაღესტნის ყიზლარის რაიონში შვიდი ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი მოკლეს. მათგან ხუთი უკვე ამოცნობილია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები სხვა და სხვა მძიმე დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილნი.
"ბანდიტური დაჯგუფების წევრების მიერ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული იყი რამდენიმე რეზონანსული მკვლელობა მათ შორის ყიზლარის რაიონის სასულიერი პირებისა და უხუცესებისა, რომლებიც ბანდდაჯგუფების საქმიანობას ღიად აკრიტიკებდნენ", _ ნათქვამია ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები ჩატარებული სპეცოპერაციის სედეგად მოკლეს.