სირიის ქალაქ რასტანში ამბოხებულებსა და სამთარობო ჯარებს შორის მომხდარი შეტაკებისას სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 23 სამხედრო. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო საბჭო, რომელიც ლონდონში ბაზირდება აცხადებს, რომ ასევე პროვინცია ჰომსში ათობით ადამიანია დაჭრილი. უფლებების დამცველთა ინფორმაციით, ასევე განადგურებულია სამი ჯავშანმანქანა.