რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ სირიას იარაღს, სრულიად კანონიერ საფუძველზე აწვდის. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენადი გატილოვმა გააკეთა.
"შეიარაღების მიწოდება სირიაში კანონიერ საფუძველზე ხორციელდება. საუბარი მიდის მხოლოდ თავდაცვით იარაღზე", _ განაცხადა გატილოვმა.
მისივე თქმით, ამასთან ერთად მოსკოვი ასევე ავლენს თავშეკავებულობას, თუმცა "ცდილობს საკონტრაქტო ვალდებულებები შეასრულოს".
"ჩვენი თავშეკავებულობა ვლინდება იმაში, რომ ჩვენ არავითარი თავდასხმითი იარაღის მიწოდებასა და სერიოზული შეიარაღების მიწოდებას არ ვახორციელებთ", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და აღნიშნავს, რომ საუბარი მიდის ასევე მსუბუქ იარაღზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციას სირიისათვის იარაღის მიწოდების გამო სხვა და სხვა დასავლური ქვეყანა აკრიტიკებს, მათ შორის აშშ. სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთგზის განაცხადა, რომ სირიისათვის იარაღის მიწოდებით რუსეთი "ცეცხლზე ნავთს ასხამს".