უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდებს, გასულ წელს ლიბიის დაბომბვისას მშვიდობიანი მოაქლაქეების დაღუპვის ფაქტები გამოიძიოს.
Human Rights Watch-ის მონაცემებით, ნატოს ავიადარტყმების შედეგად ლიბიაში 72 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსი მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ლიბიის მხარესთან ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა აცხადებს, რომ მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთული იქნება.