საბერძნეთის პრეზიდენტმა კაროლს პაპულიასმა ქვეყნის წამყვანი სამი პარტიის ლიდერებთან შეხვედრა გამართა. ეს მოლაპარაკებები განიხილება, როგორც ბოლო მცდელობა კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. პრეზიდენტთან გამართული შეხვედრების შემდეგ ოფიციალური განაცხადებები არ გაკეთებულა.
სოციალისტური, კონსერვატორული "ახალი დემოკრატიისა" და მემარცხენე ცენტრისტული პარტიის ლიდერები ვერ თანხმდებიან ქვეყნის ეკონომიკაში მკაცრი ზომების გატარებაზე, რომლის საფუძველზეც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საბერძნეთს დახმარება უნდა გამუყონ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ შეთახმება ვერ შედგა, ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტი დაიწყებს მოლაპარაკებებს სხვა პარტიების ლიდერებთან, რომლებმაც არჩევნების შემდეგ, პარლამენტში მოსახვედრად საკმარისი ხმები მიიღეს.