ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ხელისუფლების მხრიდან რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა თალიბანთან მოლაპარაკებებში ჩართული მთავარი პერსონა - არსალ რაჰმანი მოკლეს. "ბი-ბი სის" ინფორმაციით, რაჰმანი ქაბულში მაშინ მოკლეს, როდესაც ის სამსახურში მიემართებოდა.
ადრე რაჰმანი თალიბების მთავარობაში მინისტრის პოსტს იკავებდა, ბოლო დროს კი იგი მშვიდობის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, რომელიც ქვეყნაში სამშვიდობო მოლაპარააკებებს უწევს კოორდინაციას.
არსალ რაჰმანი საბჭოში იმ კომისიას ხელმძღვანელობდა, რომელიც ავრათის ციხეებში მყოფი ტალიბების გათავისუფლებით არიის დაკავებული. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, რაჰმანი ქვეყნის პრეზიდენტთან ჰამიდ ყარზაისთან დაახლებული პირი იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს მშვიდობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ბურჰანუდინ რაბანი მოკლეს. მისი ადგილი გასულ წელს შვლმა, სალაჰუდინ რაბანმა, დაიკავა.