თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ოფიციალურ უწყებები დაღუპულთა ვინაობის შესახებ ინფორმაციას არ ამჟღავნებენ.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი, რომელთა შორის 3 ქალი და ორი მცირეწლოვანია. ცნობილია ასევე, რომ დაღუპულთა შორის არიან დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი 6 თვისაა.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს, თბილისში, კოკისპირული წვის გამო მოვარდნილმა ღვარცოფმა ორთაჭალაში, მთაზე მიწის ნაწილი მოწყვიტა, რამაც კოლექტორი ჩახერგა და წყლის კალაპოტის შეცვალა გამოიწვია. სტიქიამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანები ამოაბრუნა და საცხოვრებელი სახლები დატბორა. შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - სამი ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი.