საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო და ინფორმაცია თბილისი ვიცე-მერის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსისგან მიიღო. პრეზიდენტის თქმით, თბილისში ე.წ. ბარაკების ტიპის საცხოვრებლები აღარ უნდა არსებობდეს. პრეზიდენტმა გასცა დავალება აღიწეროს მსგავსი ტიპის სახლები და უახლოეს მომავალში თანამედროვე სახლებით შეიცვალოს.
"უნდა აღვწეროთ ყველა ეს ბარაკები და უნდა გავაკეთოთ პროგრამა, თუნდაც გაწერილი რამდენიმე წელზე, რომ თბილისში ასეთი ბარაკები აღარ იყოს. მესმის, რომ ჩამოდის ხალხი, მესმის რომ სამუშაოს მაძიებლები არიან, მესმის, რომ სხვადასხვა ცხოვრების პირობები შეიძლება იყოს, მაგრამ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთ პირობებში არსად არავინ ცხოვრობდეს. ჩვენ ველოდებოდით და სულ მეშინოდა, რომ ძალიან დიდი ნალექები მოვიდოდა და წაიღებდა რეგიონებში მოხდებოდა თოვლის დნობა და ყველაფერი. დაგვარტყა პირდაპირ თბილისის ცენტრში მოულოდნელად", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს, თბილისში, კოკისპირული წვის გამო მოვარდნილმა ღვარცოფმა ორთაჭალაში, მთაზე მიწის ნაწილი მოწყვიტა, რამაც კოლექტორი ჩახერგა და წყლის კალაპოტის შეცვალა გამოიწვია. სტიქიამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანები ამოაბრუნა და საცხოვრებელი სახლები დატბორა. შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - სამი ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი.