რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჯადს ტელეფონით ესაუბრა. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ირანული მხარის ინიციატივით შედგა.
"ვლადიმერ პუტინი და მაჰმუდ აჰმადინეჯადი რუსულ-ირანული თანამშრომლობის გაგრძელება-გამყარებაზე შეთანხმდნენ. სატელეფონო საუბრისას ასევე დაისახა პერსპექტივები ორი ქვეყნის მეთაურის შეხვედრის შესახებ", _ იუწყება კრემლის პრესსამსახური და აღნიშნავს, რომ ირანის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულების დაწყება მიულოცა.
მასალის გამოყენების პირობები