"აშშ-ს შეუძლია მხოლოდ პოლიტიკური გარანტია მისცეს რუსეთს იმისა, რომ ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები მის წინააღმდეგ მიმართული არ იქნება", _ ეს განცხადება შეიარაღების კონტროლის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფრენკ როუზმა გააკეთა.
მისივე თქმით, ამ პოლიტიკურმა გარანტიებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეზღუდონ შესაძლებლობა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განვითარებისა და განთავსებისა.
"აშშ ვერ მიიღებს რუსეთის ნებისმიერ წინადადებას, რომელიც შეზღუდავს ოპერატიულ რაიონებს სადაც აშშ-სა და მისი მოკავშირეების გემების განთავსებას. ჩვენ ასევე არ დავთანხმდებით, შეზღუდვა დაწესდეს ჩვენი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების შესაძლებლობებსა და რაოდენობაზე", _ აცხადებს როუზი.
ამის მიუხედავად, დიპლომატის თქმით, აშშ თანახმა იქნებოდა "დათანხმებულიყო პოლიტიკურ ჩარჩოებს, მათ შორის განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები რუსეთის წინაღმდეგ მიმართული არ არის".
"ნებისმიერი ასეთი განცხადება იქნებოდა პოლიტიკურად სავალდებულო და საჯაროდ დააფიქსირებდა ჩვენს განზრახვას შეთანხმებული მოქმედებებისა და განსაზღვრავდა თანამშრომლობის საგზაო რუკას, მხოლოდ არა შეზღუდვების", _ განაცხადა როუზმა.
"ჩვენ ნათლად მივახვედრეთ რუსეთი, რომ ვერ დავთანხმდები მის მცდელობებს შეზღუდოს ჩვენი შესაძლებლობა დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები", _ განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მასალის გამოყენების პირობები