ჩინეთში გადაუღებელი წვიმებისა და სეტყვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-მდე გაიზრადა. 18 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
სააგენტო სინხუას ინფორმაციით, უამინდობის შედეგად პროვინცია განსუში 350 ათასი ადამიანი დაზარალდა. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ევაკუირებულია 30 ათასი ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ჩრდილო დასავლეთში რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს.
მასალის გამოყენების პირობები