ვულკან "პოპოკატე-პეტლის" ამოფრქვევის გამო მეხიკოს ახლომდებარე ქალაქები ისევ ფერფლით დაიფარა. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქმედი ვულკანი მექსიკის დედაქალაქიდან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
ის უკვე მეორე კვირაა აქტიურია, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში კრატერიდან რამდენიმე საკმაოდ ძლიერი ამოტყორცნა მოხდა, რის გამოც ქარს ვულკანური ფერფლის ღრუბელი ახლა შტატ პუებლას მიმართულებით მიაქვს.
სპეციალისტების აზრით, ვულკანზე აქტივობა ისევ შეინიშნება, ამიტომ რეგიონში მობილიზებულია სამოქალაქო თავდაცვის შტაბი, რათა საჭიროების შემეთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელონ.