ბერძნულ ტანკერზე, რომელიც მეკობრეებმა არაბეთის ზღვაში 10 მაისს გაიტაცეს, 135 ათასი ტონა ნავთობი იყო ჩატვირთული, რომელიც აზერბაიჯანიდან ინდონეზიაში გადაჰქონდათ. ტვირთის საბაზრო ღირებულება 130 მილიონი დოლარია.
ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის ეკიპაჟის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან და ბორტზე, სავარაუდოდ, 26 ადამიანი იმყოფება.
მეკობრეების მოთხოვნები ამ დრომდე ცნობილი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები