რუსეთმა, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, "ისკანდერი" აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი ელემენტების სისტემის გასანადგურებლად გამოიყენოს. ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი სერდიუკოვმა სოჭში გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"კონფერენციაზედაც აღვნიშნეთ, რომ აშშ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი ელემენტების სისტემის განთავსება ჩვენს შეშფოთებას იწვევს. შესაბამისად, რაკეტსაწინაამდეგო თავდაცვას გავანადგურებთ", _ განაცხადა სერდიუკოვმა კითხვაზე - რა რეაგირება ექნება რუსეთს ამგვარ საფრთხეზე.
საუბრობდა რა იმის შესახებ, იქნება თუ არა საჭირო ახალი საშუალებები ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დასაძლევად, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ უკვე არსებული შეიარაღება ამ ამოცანის შესასრულებლად საკმარისია. "იგივე "ისკანდერი", შესაძლოა, დაკავდეს იმით, რომ ნეიტრალიზებას მოახდენს იმ საშუალებებისა, რომლებმაც შესაძლოა ჩვენს რაკეტებს ხელი შეუშალოს", _ განაცხადა სერდიუკოვმა და ამერიკელების მიმართ აღნიშნა: "თუ ისინი მოგვცემენ იურიდიულად სავალდებულო გარანტიას, მზად ვართ ამას სხვა თვალით შევხედოთ. აქამდე მხოლოდ სიტყვიერი დაპირება გვაქვს მიღებული",_ აცხადებს სერდიუკოვი.