ინციდენტი მოხდა ოსლოს სასამართლო პროცესზე. ბრეივიკს უტოიაზე დაღუპული თინეიჯერის ძმამ სხდომაზე ფეხსაცმელი ესროლა და ერთი წუთის განმავლობაში ყვიროდა, რომ მკვლელის ადგილი ჯოჯოხეთშია.
ამ ინციდენტის შედეგად სასამართლო მოსმენა დროებით შეწყდა. ტერორისტი კი დაცვამ სასწრაფოდ გაიყვანა ოთახიდან.
მანამდე კი, სასამართლომ თამთა ლიპარტელიანის შესახებ სამედიცინო დასკვნის შედეგები მოისმინა. დარბაზში ავთანდილ ლიპარტელიანიც იმყოფებოდა. გუშინდელისგან განსხვავებით, ის მთავარ დარაბზში შეიყვანეს.