შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, ქ.ბათუმში, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე: რუსლან აბულაძე, კაპიტონ თავბერიძე და ზურაბ ბასილაძე, რომლებიც 2012 წლის 8 მაისს, სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას ცდილობდნენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 25,19,344-ე მუხლის I ნაწილით.