დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. ირაკლი ალსანიამ მათ „ქართული ოცნების" განათლების, სოფლის მეურნეობის და დასაქმების პროგრამები გააცნო. ალასანია დევნილების საცხოვრებელი პირობებითაც დაინტერესდა. მისი თქმით, კორპუსები, რომელიც ცოტა ხნის წინ გარემონტდა და პრეზიდენტმა საზეიმოდ გახსნა უკვე დაზიანებულია, არ არის ხარისხიანად გადახურული და ჩადის წყალი. მისივე თქმით, მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ დევნილბისთვის გადაცემულ ბინებს მათ საკუთრებაში არ უმტკიცებენ. ამის გაკეთება ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ არჩევნების შემდეგ აპირებენ.
„მე დღეს, ვთხოვე ადგილობრივ მოქალაქეებს ხელი აეწიათ თუ ვინ იყო დასაქმებული, თუმცა სამწუხაროდ ხელი არავის აუწევია. აქ ტოტალური უმუშევრობაა, რასაც ჩვენ ოქტომბერში შევცვლით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ დევნილებთან შეხვედრის შემდეგ.