"მიუხედავად ოკუპაციისა და მე მინდა ამას ხაზი გავუსვა - საქართველომ გამოაცხადა ცალმხრივი კონსტრუქციული დამოკიდებულება რუსეთთან, მე არ ვიცი სხვა ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ეს გაუკეთებია ბოლო წლების განმავლობაში", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 54-ე შეხვედრაზე, რომელშიც 25 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.
"ჩვენ გავაუქმეთ ცალმხრივად იმ პირობებში, რომ ქართველებისათვის, პრაქტიკულად შეუძლებელია რუსეთის ვიზების მიღება და მიუხედავად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივ შემაშინებელი გაფრთხილებისა, რომ საქართველოში მათ ემუქრებათ საფრთხე წელს ჩვენ ველით რუსი ტურისტების რაოდენობის გაორმაგებას საქართველოში. ციფრებში უკვე პრაქტიკულად აფეთქებაა, რუსი ტურისტების აქ ჩამოსვლის თვალსაზრისით", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ საქართველო "წელს რუსეთის ფედერაციიდან ერთ მილიონამდე ვიზიტორს ელის".