აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია მოსკოვიდან მომავალი ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობის შესახებ. ეს განცხადება აშშ-ს საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარკ ტონერმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"შეშფოთებულნი ვართ, იმით თუ როგორ ექცევა პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს პროსტესტის დროსა და დაკავებების შემდეგაც. ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა სრულად შეძლოს თავისი პოტენციალის გამოვლენა, ეს ნიშნავს, იმას, რომ ადამიანებს უნდა მისცენ საშუალება თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი. ამავე დროს ჩვენ შეშფოთებულნი ვართ გავრცელებული ინფორმაციით იმის შესახებ, რომ დემონსტრანტთა მცირე ჯგუფები სამართალდამცავთა მიმართ ძალადობას მიმართავენ. ჩვენ ყველა მხარეს ძალადობის შეწყვეტისგან მოვუწოდებთ",_ განაცხადა მარკ ტონერმა.
ამის შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემისას, იქონიებს თუ არა ყოველივე ეს ნეგატიურ გავლენას ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის მესამე ვადის დასაწყისზე ტონერმა უპასუხა:
"არამგონია", _ განაცხადა ტონერმა.
მასალის გამოყენების პირობები