მოსკოვის გამზირზე ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა 124-ე სკოლის ეზოში მე-5 კლასელმა მოსწავლემ შენიშნა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
სპეციალისტებმა ასაფეთქებელი ნივთიერება გაუვნებელყვეს.