მოსკოვში წითელ მოედანზე ფაშიზმე გამარჯვების 67-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი მიმდინარეობს. ინტერფაქსის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, წელს აღლუმში მონაწილეები, გარდა მექანიზირებული შემადგელობის კოლონისა, საზეიმო ფორმაში არიან ჩაცმულები.
2011 წლის 9 მაისს აღლუმში მონაწილეები საველე ფორმებში იყვნენ გამოწყობილნი.
წელს პირველად წითელ მოედანზე გაივლის ახალი ბრინორებული ავტომობილების - "რისი" კოლონა, რომელსაც გაუძღვება სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსის გასაშვები მოწყობილობა "ტოპოლ-მ".
სამხედრო აღლუმს შეიარაღებული ძალები გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ვალერი გერასიმოვი ხელმძღვანელს. აღლუმს იღებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი.