"მემარცხენე ფრონტის" კოორდინატორი სერგეი უდალცოვმა, რომელიც მოსკოვში "სახალხო სეირნობის" დროს დააკავეს, "მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.
რუსული მედიის ინფორმაციით, უდალცოვს შს რაიონულ განყოფილებაში სასამართლომდე დააკავებენ, რომელიც სავარაუდოდ 10 მაისს გაიმართება.
ბოლო სამი დღის განმავლობაში უდალცოვი მესამედ დააკავეს.
ასევე, დაკავებულია ბლოგერი ალექსეი ნევალნი.
რუსმა სამართალდამცავებმა "სახალხო სეირნობის" დროს რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
ბლოგერის მიერ "ტვიტერში" გამოქვეყნებული ინფორმაციით, მხოლოდ ერთ მიკროავტობუსში 23 დაკავებული იმყოფებოდა.