ალ-ქაიდაში ჩანერგილი სპეცსამსახურების თანამშრომელი, რომელსაც თვითმფრინავში თავი უნდა აეფექებინა, ორმაგი აგენტი იყო.
დასაველთის მედიასაშუალებები წერენ, რომ აშშ-ის ოფიციალური პირების განმარტებით, ადამიანი, რომელსაც "ალ-ქაიდას" გეგმის მიხედვით უნდა აეფეთქებინა ლაინერი, ერთდროულად მუშაობდა აშშ-ისა და საუდის არაბეთის დაზვერვაზე.
მას გადასცეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც თვითმფრინავში უნდა შეეტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოწყოლილობა, რომელიც აგენტმა აშშ-ის წარმომადგენლებს გადასცა, წარმოადგენს იმ ბომბის მოდერნიზებულლ ვარიანტს, რომლის აფეთქებასაც 2009 წელს ნიგერილი უმარ ფაკურ აბდულმუტალაბი ცდილობდა.