ბიძინა ივანიშვილის ქართულ არჩევნებში მონაწილეობას 112-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. საპარლამენტო ურავლესობის მიერ, საკონსტიტუციო ცვლილების დღეს წარმოდგენილ ვარიანტს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა.
კერძოდ, კანონპროექტის დღეს წარმოდგენილ ვარიანტში ნათქვამია, რომ "2014 წლის 1-ელ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელს მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა".
დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ ღიად განაცხადა, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის ხორციელდება და მას მხარს მხოლოდ აღნიშნული ფორმულირებით დაუჭერს.
საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორები, "ქრისტიან-დემოკრატები", საპარლამენტო უმრავლესობას არ ეთანხმებიან და კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის საკუთარი ვარიანტის განხილვას გეგმავენ.