ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აღიარა, რომ ავღანური ოჯახი, რომელიც ექვსი ადამიანისგან შედგებოდა, შემთხვევით განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად ამოხოცა. განცხადება ამის შესახებ ავღანეთში უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა პოდპოლკოვნიკმა სტიუარტ აპტონმა გააკეთა.
"გამოძიების ამ ეტაპზე შეგვიძლია დავადასტუროთ ინციდენტი, მომდევნო ორი დღის განმავლობაში კი ჩვენ ოფიციალურად ბოდიშს მოვუხდით ნათესავებს", _ განაცხადა მან.
მისი თქმით, "ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვით და განსაკუთრებულ სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ისინი ავღანეთში მშვიდობის უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალების მსხვერპლნი ხდებიან".
შეგახსენებთ: გასულ პარასკევს ჰელმანდის პროვინციის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ნატოს ძალების მიერ შემთხვევით მიტანილი ავიადარტყმის შედეგად ადგილობრივი მცხოვრებლები დაიღუპნენ.