საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის კომისიამ, საზოგადოებას სრულიად სხვა პროექტი გააცნო და პარლამენტში სრულიად განსხვავებული პროექტი იქნა წარდგენილი. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" პროექტის განხილვისას "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე საქართველოში დაბადებულ პირს, რომელსაც ათი წელი მაინც უცხოვრია საქართველოში, მხოლოდ პასიური საარჩევნო ხმის უფლება უნდა ჰქონოდა, ამჯერად კი ცნობილი გახდა, რომ ასეთ პირებს აქტიური საარჩევნო უფლებაც ექნებათ.
სახალხო განხილვების შემდეგ, კანონპროექტში სხვა ცვლილებეის შესვლიდან გამომდინარე, ბაღათურიამ დღევანდელი სხდომის დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნაც მოითხოვა.
მას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საერთო-სახალხო განხოლვა სწორედ რჩევების გათვალისწინებას ისახავს მიზნად და ცვლილებების პროექტი, რომელსაც დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ, სწორედ საზოგადოებასთან შეჯრებული ვარიანტია.