ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს დღევანდელი სხდომის მედიისგან ფარულად ჩატარებაში დაადანაშაულა.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა,
ბიუროს სხდომა, სადაც ლაზიკისთვის სპეციალური სტატუსის განსაზღვარსთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება დარეგისტრირდა, მედიისთვის შეუტყობინებლად ჩატარდა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, არც ერთი თავმოყვარე ერი არ მისცემდა უფლებას მმართველ გუნდს, საკუთარ თარგზე გამოეჭრა კონსტუტუცია და ამდენი ცვლილება შეტანა მასში.
ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომის წამყვანი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ბიუროს სხდომის შესახებ გადაწყვეტილება მან მიიღო და ამის შესახებ განცხადებაც გააკეთა.
მაჭავარიანის განცხადებით, ლორთქიფანიძე მედიის ადვოკატად არავის დაუნიშნავს და პარლამენტში არის ყველაზე გამჭვირვალე პროცესები.