რუსეთის დუმამ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი მედვედევის კანდიდატურა დაამტკიცა, თუმცა მისი დანიშვნის სრული პროცედურა დასრულებული მას შემდეგ იქნება, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაბამის ბრძანებას ხელს მოაწერს.
მედვედევის პრემიერად დანიშვნას ხმა 299 დეპუტატმა მისცა (აუცილებელი იყო 226 ხმა) წინააღმდეგ 144 დეპუტატი წავიდა. კენჭისყრისას თავი არც ერთ დეპუტატს არ შეუკავებია.
მედვედევის კანდიდატურა დუმაში პრეზიდენტმა პუტინმა თავად წარადგინა.