ლაზიკასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შედის. ამის შესახებ პარლამემტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. ცვლილება ლაზიკის სპეციალურ სტატუსს უკავშირდება და მისი ავტორი საქართველოს პრეზიდენტია.
ახალ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, ამჟამად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განმხილველი საყოველთაო-სახალხო კომისია შეიქმნება.
ჟურნალისტებთან საუბარში ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ლაზიკასთან დაკავშირებული ცვლილება მოულოდნელი იყო და დეტალებზე საუბარი არ შეუძლია.
"ლაზიკის სპეციალური სტატუსი კონსტიტუციის დონეზე უნდა განისაზღვროს, საქართველოს ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. ჩვენთვის გაუგარია რას ემყარება აღნიშნული ინიციატივა", - დასძინა დეპუტატმა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ემიგრანტი დავით კარტოზია და ამერიკელი მილიონერი ენდრიუ მურდზა, რომლებიც საქართველოს მთავრობას პროექტ "ლაზიკას" მითვისებაში ადანაშაულებენ დღეს, 18:00 საათზე, "ინტერპრესნიუსის" საკონფერენციო დარბაზში ვიდეოპრესკონფერენციას გამართავენ.