დასავლური პრესა ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას შეფასებას აძლევს, რომელმაც თავისი მმართველობის მესამე ვადა რუსეთის ოპოზიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენელთა სასტიკი შეტაკებების ფონზე დაიწყო.
"როიტერი" აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინინ უკვე მესამედ გაემართა კრემლისაკენ "ომონის" მიერ დაცული მოსკოვის გავლით, სადავ ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთის რეჟიმთან უთანხმოებაში მყოფი ათასზე მეტი ადამიანი დაიჭირეს. უმაღლესი ხელისუფლების ესტაფეტა ვლადიმერ პუტინს მისმა "პროტეჟემ" დიმიტრი მედვედევმა გადასცა, რომელმაც ოთხწლიანი მმართველობის შემდეგაც კი "ჩრდილიდან გამოსვლა" ვერ შეძლო, თუმცა მოასწრო კონსტიტუციის შეცვლა და პრეზიდენტობის ვადის გახანგრძლივება ექვს წლამდე.
"როიტერის" მიერ გამოკითხული ექსპერტები აცხადებენ, რომ წინა 12 წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინმა შეძლო იმ უპირობო მხარდაჭერის დაკარგვა, რომელიც მას მოსახლეობის უმრავლესობისგან ჰქონდა.
"საპროტესტო მოძრაობა ვლადიმერ პუტინის მიერ მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო და მოულოდნელად კვლავ აფეთქდა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, რასაც "მილიონიანი მარშიც" მოწმობს, რომელზეც მასობრივი დაკავებები განხორციელდა", _ წერს "როიტერი".
"ასოშიეუტედ პრესი" კი წერს, რომ მაშინ როდესაც ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო ფიცს დებდა, პოლიცია უკვე მეორე დღეა ცდილობდა ჩაეხშო პროტესტი ქალაქში. პოლიცია აკავებდა ყველას, ვისაც კი მაჯაზე თეთრი ფერის ლენტი - ოპოზიციის სიმბოლო ჰქონდა შებმული.
გერმანული პრესა კი წერს, რომ არ არის გამორიცხული ვლადიმერ პუტინი - "მართვადი" დემოკრატიის შემქმნელი ხელისუფლებაში ლეონიდ ბრეჟნევზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩეს.
"რუსეთის სახელმწიფო ტელევივიზია ინაუგურაციის კადრებს სხვა და სხვა სიუჟეტებით ავსებდა და არც ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი დაპატიმრებებსა და არბევებზე, რომლებიც სწორედ ამ დროს ხორციელდებოდა",_ წერს "ინდეფენდენტი".
ტელეარხი "დოჟდი"-ს მიმომხილველები კი აცხადებდნენ, რომ "ქალაქი ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა".
"ლე ფიგარო" კი წერს, რომ პრეზიდენტმა ფიცი დაცარიელებულ დედაქალაქში დადო. "ხალხი მოშორებით ჰყავდათ, პოლიციამ ქალაქის მთელი ცენტრი ჩაკეტა, ტელევიზიით აჩვენებდნენ კრემლს სრულ ოზილაციაში", _ წერს გაზეთი.
"სად არის ის მილიონობით ადამიანი, რომელმაც ხმა მისცა ვლადიმერ პუტინს, სად არის ყვევილები და ბუშტები?", _ კითხულობს ცნობილი ჟურნალისტი მარვეი განაპოლსკი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს მუდმივად ზომბის ადარებს.
"არც ერთი ცოცხალი ადამიანი, მე არასოდეს მინახავს უსართხოების ასეთი ზომები", _ აცხადებს დამოუკიდებელი სოციოლოგი დიმიტრი ორეშკინი. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა დაკარგა მოსკოვი და ახლა რეგიონების დაარგვასაც აგრძელებს.