დუმაში მიმდინარე განხილვაზე პრემიერ- მინისტრობის კანდიდატს საქართველოს შესახებ კითხვები დაუსვეს. კონსულტაციებს დიმიტრი მედვედევი კომუნისტებისა და "სპრავედლივაია როსიას" დეპუტატებთან მართავდა. დიმიტრი მედვედევი რუსეთის წარმატებაზე საუბრობდა, როდესაც "სპრავედლივაია როსიას" დეპუტატმა მას შეახსენა, რომ რეალურად მაღალი რეიტინგი საქართველოს აქვს იმ რეფორმების დამსახურებით, რომლებიც იქ ტარდება.
ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა თუ რატომ არ იღებს მაგალითს რუსეთი საქართველოსგან. დიმიტრი მედვედევის განმარტებით, მას არ სურს საქართველოსთან საქმის დაჭერა, თუმცა აღიარებს, რომ ბევრი რამის სწავლა შესაძლებელია.
"საქართველოს შესახებ მედვედევმა რბილად ილაპარაკა. ჩვენმა დეპუტატმა მას ასეთი რამ უთხრა: როდესაც სხვა და სხვა მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ, მოდით საქართველოსგან მაგალითი ავიღოთ, ყველა რეიტინგში დაწინაურებულია, რადგან ხალხმა მოკიდა ხელი ძველი პრობლემების, კორუფციის მოგვარებას.
მედვედევმა ასეთი პასუხი გაგვცა: არ ჩართვალოთ რომ სააკაშვილის შეფასებას ვახდენ, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ქონდეს მის მიმართ, ყველამ იცის, რომ ის არ მიყვარს, მაგრამ თუ საქართველოს რეალური წარმატება აქვს უნდა გავაანალიზოთ, გავითვალისწინოთ და მაგალითად გამოვიყენოთ - ეს მედვედევის სიტყვებია",_ განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია "სპრავედლიავაია როსიას" წევრმა ილია პონომარიოვმა.