უკრაინამ ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების მეთაურთა პროტესტის გამო, რომელიც ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს ირგვლივ შექმნილ სიტუაციასთან არის დაკავშირებული ცენტრალური ევროპის სამიტის იალტაში ჩატარებაზე უარი განაცხადა. განცხადება ამის შესახებ დღეს უკრაინის საგარეო სამქეთა სამინისტროს პრესმდივანმა ალექსანდრე დიკუსაროვმა გააკეთა.
"უკრაინა აუცილებლობად მიიჩნევს სამიტის გადადებას და მის არ ჩატარებას 11-12 მაისს ქალაქ იალტაში", _ განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანმა გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, "ეს ღონისძიება მოგვიანებით ჩატარდება, იმ ვადებში რომლებიც დიპლომატიური არხებით განისაზღვრება".
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ იალტაში 11-12 მაისს დაგეგმილ სამიტში მონაწილეონის მიღებას ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო არ აპირებენ. სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს: გერმანიამ, ესტონეთმა, ლატვიამ, ჩეხეთმა, ავსტრიამ და იტალიამ.