საქრთევლოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საფრანგეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საფრანგეთი ისევ საქართველოს პარტნიორად დარჩება.
"რაც შეეხება საფრანგეთის არჩევნებს, საფრანგეთსა და საქართველოს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს უკვე მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. საფრანგეთი იყო და მომავალშიც დარჩება ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორად საერთაშორისო არენაზე", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ფრანსუა ოლანდს პრეზიდენტად არჩევას. ოფიციალურად მიულოცავს.
"ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი არხებით მიულოცავს ფრანსუა ოლანდს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას".
შეგახსენებთ, საფრანგეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდმა გაიმარჯვა.