,,ის ფაქტი, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იქნა შემოტანილი, Aადასტურებს იმ აგრესიულ ზრახვებს, რომელსაც აქვს რუსეთის ფედერაციას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისა და ჩვენი საზოგადოების მიმართ", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ და ქართველ სამართალდამცველებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა მადლობა გადაუხადო ქართველ სამართალდამცავებს რომელთა ოპერატიულობის შედეგად თავიდან იქნა აცილებული საკმაოდ დიდი საფრთხე და დროულად იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს სიყვარული ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში გამოიხატება.
"ქართველი ხალხის სიყვარული ჯერჯერობით, მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლის, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში გამოიხატება".
შეგახსენებთ, ზუგდიდში პოლიეთილენის პარკში ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოიტანეს.