"ქართული დასის,, ლიდერის ჯონდი ბაღათურიას მტკიცებით, პრეზიდენტის სამარცხვინო განცხადებებს მთელი ერი განიცდის.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა პრეზიდენტის ის განცხადება გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც, იგი მზადაა რუსებს, პუტინის სურვილისამებრ, მისი სხეულის ყველა ნაწილი გაუგზავნოს, თუ ამის სანაცვლოდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დააბრუნებენ.
ბაღათურიამ პრეზიდენს მოუწოდა თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომლითაც ,,საკუთარ თავსაც არცხვენს და ერსაც". მისი თქმით, ეს განცხადება შეურაცხმყოფელი იყო ყველა დევნილისა და იმ გმირების, რომელთაც აფხაზეთი საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.
,,ის კი არ თქვა, რომ თავს დავდებ აფხაზეთისთვის და დამპყრობლებს გულს გავუგზავნიო, არამედ სამარცხვინო და უტაქტო განცხადება გააკეთა. სხეულის ნაწილების გაგზავნა გიჟ ჰიტლერსაც კი არ შეუთავაზებია სტალინისთვის ან ჩერჩილისთვის. როდესმე, გაგიგიათ, რომ ვინმეს ეთქვა სხეულის ამ ნაწილს მოვიჭრი და გაგიცვლითო? მისი განცხადებები შიდა მოხმარებისთვის გასაგებია, მაგრამ კანონთან და სამშობლოსთან დაკავშირებით, მისი მორალი და ზნეობა უკვე გარეთაც იციან. მთელი ერი განვიცდით მის სამარცხინო განცხადებებს, რომელიც საერთაშორისო არენაზე თავს გვჭირს" - განაცხადა დეპუტატმა და აქვე გიორგობოს დღესასწაულზე პოლიციის აღნიშვნის საკითხიც გააკრიტიკა.
„ხელისუფლება პოლიციის დღეს აღნიშნავს, მთელი ერი კი გიორგობას. ჩვენ ღმერთის და წმინდა გიორგის იმედი გვაქვს, ხოლო ხელისუფლებასა და სააკაშვილს პოლიციის. ეს დღე კარგად აჩვენებს, სააკაშვილს ტრადიციები და ღირებულებები როგორ სძულს", - განაცხადა ბარათურიამ.