იულია ტიმოშენკოს გერმანელი ექიმი უმკურნალებს. ნორბერტ ჰაასი უკრაინაში გვიან ღამით ჩავიდა.
ყოფილ პრემიერს ის, სავარაუდოდ, დღეს გასინჯავს. ჰაასი აცხადებს, რომ უკვე გაეცნო სამედიცინო დასკვნებს, რომლებიც მას უკრაინულმა მხარემ მიაწოდა და საბაბს სერიოზული შეშფოთებისთვის ვერ ხედავს.
მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინის საავადმყოფოებში არ აღმოჩნდება სათანადო პირობები ტიმოშენკოს სამკურნალოდ, ქვეყნის ხელისუფლებას მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანის რეკომენდაციას მისცემს. იულია ტიმოშენკოს ციხის საკნიდან საავადმყოფოში დღეს გადაიყვანენ.