ყაზახეთის ყარაღანდის ოლქში, ცენრტში წუხელ ალმა-ატა - ეკატერინბურგის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად "კამაზის" ტიპის ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დაღუპულია მიკროავტობუსის მძღოლი და 14 მგზავრი, ყველა მათგანი ყირგიზეთის მოქალაქეები არიან.
სატვირთო ავტომობილის მძღოლი და ორი მგზავრი კი სხვა და სხვა სიმძიმის ტრამვებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.