საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის ახალმა ლიდერმა წინასაარჩევნო დანაპირებების შესრულება დაიწყო. კერძოდ, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩიკაგში ნატოს სამიტზე, რომელიც 20-21 მაისს გაიმართება, ახალი პრეზიდენტი ავღანეთიდან მიმდინარე წლის ბოლომდე საფრანგეთის ჯარის გამოყვანის შესახებ განცხადებას გააკეთებს. ეს განცხადება დღეს ოლანდის წარმომადგენელმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მანუელ ვალსმა გააკეთა.
პირველ ვიზიტს პრეზიდენტის რანგში ოლანდი გერმანიაში განახორციელებს. საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კემერონსა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ტელეფონით უკვე ესაუბრა.