საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ინაუგურაცია 15 მაისს გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ ნიკოლა სარკოზის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ინაუგურაციის თარიღი დღეს ოლანდისა და სარკოზის წარმომადგენელთა შორის გამართულ შეხვედრაზე შეათანხმეს. ხვალ ორივე ლიდერი მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში (დასავლეთში ამ დღესაწაულს 8 მაისს ზეიმობენ).