იემენში ტერორისტული მოძრაობა "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი, სუპერტერორისტად წოდებული, ფახდ ალ-კუსო მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სუპერტეროსიტის ლიკვიდაციის ოპერაცია აშშ-ის სპეცსამსახურებმა ჩაატრეს.
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს მისი ლიკვიდაციის ან შეპყრობისთვის აუცილებელი ინფორმაციითვის ჯილდოდ 5 მლნ აშშ დოლარი ჰქონდა დაწესებული.
ალ-კუსო და მისი ერთ-ერთი თანამშემწე იემენის სამხერთით, პროვინცია შაბაუვაში მოკლეს. აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავიდან რაკეტა მათი მიმართულებით მაშინ გაუშვეს, როდესაც ისინი ავტომობილიდან გადმოდიოდნენ.
ალ-კუსოს წინააღმდეგ დევნა 2000 წელს დაიწყო, როდესაც მან აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტის გემ "კოულზე" იერიში მიიტანა. მაშინ 17 მეზღვაური დაიღუპა და 40 დაიჭრა.
იმენეის ხელისუფლლება ტერორისტი 2001 წელს დააკავა , მაგრამ 2007-ში გაათავისუფლა.