ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი უკვე თავისუფალია, ის გუშინ ომონმა "მილიონიან მარშზე" დააკავა.
ნემცოვი პუტინს ხელისუფლების მალე დაკარგვას უწინასწარმეტყველებს.
"პუტინს პრობლემები აქვს, ის პოსტზე ვერ დარჩევა ვადის ამოწურვამდე, რომელიც თავადვე გაზარდა 6 წლამდე", - ამბობს ნემცოვი.
პატიმრობაში რჩებიან ალექსეი ნავალნი და სერგეი უდალცოვი.