საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდის გამარჯვებამ მთელ ევროპას იმედი უნდა ჩაუსახოს. ამის შესახებ თავად არჩევნებში გამარჯვებულმა, სოციალისტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპაში მალე დასრულდება მკაცრი ეკონომიკური ბიუჯეტის რეჟიმი.
ოლანდმა არჩევამდეც არაერთხელ განაცხადა, რომ სურს მისი პრეზიდენტობის პერიოდი გასაჯონ, იმის მიხედვით, თუ რისი გაკეთება შესძლო სამართლიანობისა და ახალგაზრდა თაობის დასახმარებლად.
ახლადარჩეულ პრეზიდენტს წუხელ პარიზში ფოიერვერკებით დახვდნენ.
ბოლოს სოციალისტმა საფრანგეთში 17 წლის წინ გაიმარჯვა.