გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკლემა საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს გამარჯვება მიულოცა და მოლაპარაკებების გასამართად ბერლინში მიიწვია.
საარჩევნო კამპანიის დროს ოლანდმა არაერთხელ განახცადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ხელმოწერილი საბიუჯეტო კანონი გადასახედია.
საპასუხოდ მერკელი აცხადებდა, რომ ევროკავშირის პოლიტიკა მიმართულია მკაცრი საფინანსო დისციპლინის დასამკვიდრებლად და გადახედვას არ ექვემდებარება.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ფრანსუა ოლანდმა გაიმარჯვა.