მოსკოვში ოპოზიციასა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რუსეთის სსკ-ის 212-ე (მოწოდება მასობრივი არეულობისკენ) და 318-ე (ძალადობა ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ) მუხლებით.
დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, დგინდება იმ პირთა წრე, რომლებიც სამართალ საწინააღმდეგო ქმდებებში მონაწილეობდნენ.
ამ დროისთვის დაკავებულია 450-მდე ადამიანი. ათზე მეტი ჰოზპიტალიზირებულლია.
ოფიციალური ინფოორმაციით, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 12-მა "ომონელმა".
გამოძიებას უშუალო ზედამხედველობას გენერალური პროკურორი იური ჩაიკა უწევს.