საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, წინასწარი მონაცემების მიხედვით, სოციალისტი ფრანსუა ოლანდი იმარჯვებს.
ოლანდს სავარაუდოდ ხმების 52% აქვს, მის კონკურეტს, ქვეყნის მოქმედ პრეზიდეტს 48%.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლა სარკოზიმ დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ მან "ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის, რისი გაკეთებაც შეეძლო".
სარკოზიმ ასევე აღნიშნა, რომ საპარალამენტო არჩევნებზე პარტიას "კავშირი სახალხო მოძრაობისთვის" (UMP) სხვა ლიდერი ეყოლება.
ეს არის საფრანგეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა ვალერი ჟისკარ დესტენის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა მეორე ვადით გამარჯვება ვერ შეძლო.