მოსკოვში არეულობის შედეგად ათი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული. ინტერფაქსის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ სამედიცინო დაწესებულებში გადაყვანილია 10-ზე მეტი ადამიანი. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
პოლიციის ინფორმაციით, სეპეციალური დანიშნულების რაზმის 12 წევრი.
ვრცელდება ინფორმაცია, სეპეციალური დანიშნულების რაზმის, "ომონის" წევრის დანით დაჭრის შესახებ.
ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, 450 ადამიანის, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების ბორის ნემცოვის, ალექსეი ნევალნის და სერგეი უდალცოვის დაპატიმრების შესახებ.
სერგეი უდალცოვი დროებითი დაკავების იზოლიატორში ცუდად გახდა და ამაჟამად იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, არეულობების მოწოდების ორგანიზატორთა მიმართ.